Tuesday, January 20, 2015

ჰაჩიკო

   ამ ამბავს ბებია უყვება შვილიშვილს,რომელიც ეხება მის ბაბუას,ტუ როგორი ერთგული ძაღლი ყავდა.
   ბებია და შვილიშვილი როგორც ყოველთვის, სუფთა ჰაერზე იყვნენ გამოსულები, ფლორენციის ქუჩებში სასეირნოდ. ბებია მაღალი, ჭაღარათმიანი ქალი იყო,ფითქინა სახით და შეხაროდა თავის შვილიშვილს. როგორც ყოველთვის ბებიამ ახალი ისტორიის მოყოლა დაიწყო:
-ბებია, იცი შენ შენი ბაბუის საოცარი ისტორია?
-არა ბებია
-ეს ამბავი ნოემბრის თვეში მოხდა. გარეთ ციოდა. ბაბუა სამსახურიდან ბრუნდებოდა, სახლში მოსვლამდე მას გზად პატარა ლეკვი შემოხვდა , იგი სითბოთი და სიყვარულით განმსჭვალული იყურებოდა. არავინ იცოდა საიდან მოვიდა.
-ბებია შენ დართე ნება , რომ დაეტოვებინა?
-თავიდან უარზე ვიყავი,ვუთხარი პატრონი იპოვე, იქნებ ეძებენთქო, მაგრამ არავინ ჩანდა , არც არავინ ჩაიბარა, განცხადებებიც გავაკარით თავიდან არ გამოგვეხმაურნენ. მაგრამ როცა დარეკეს, რომ ლეკვი უნდოდათ, ამ დროს დავინახე რა სიყვარულით განმსჭვალულნი იყვნენ ისინი ერთმანეთის მიმართ. მე მივხვდი, რომ მათი დაშორება არ შეიძლებოდა, ამიტომ დავიტოვეთ. ბაბუა ბევრს ეძია , აინტერესებდა საიდან მოდიოდა ეს ლეკვი. ბოლოს მეგობართან მივიდა, თან მხოლოდ საყელური მიიტანა, რაც ერთადერთი ნივთი იყო, რომელიც ლეკვის პოვნისას აღმოჩნდა. მას თან მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯი ერთვოდა, რომელზეც ეწერა: ჰაჩი.
-ბაბუამ რა გადაწყვიტა შემდეგ?
-ბაბუამ მას ჰაჩიკო დაარქვა. ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი. როცა ჰაჩიკო წამოიზარდა, ბაბუასყოველ დღე აცილებდა სამსახურში, მიყვებოდა მატარებლამდე. ელოდებოდა 5 საათამდე, სანამ ბაბუა დაბრუნდებოდა. ისინი ერთად მოდიოდნენ სახლში. ჰაჩი უკვე საკმაოდ ცნობილი იყო ქალაქში.
ერთ დღესაც ჰაჩიკო არ მიყვებოდა ბაბუას სამსახურში.
-სულ დამავიწყდა ერთი რამის თქმა: ბაბუას ერთი ბურთი ქონდა , როცა არ უნდა გადაეგდო არ მოუტანდა. ამ დროს ის მარტოწავიდა სამსახურში, ჰაჩიკოს გარეშე. ჰაჩიმ ვერ მოითმინა , აიღო ბუთი და მას დაეწია. თითქოს წინათგრძნობა ქონდა და არ სურდა პატრონის სამსახურში გაშვება. ბაბუას გაუკვირდა ბურთით რომ დაინახა, აიღო და იქით გაუგორა და სწორედ ამ დღეს ჰაჩიმ ბურთი მოუტანა. მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა. მაგრამ ბოლოს მაინც წავიდა სამსახურში და გულის შეტევიტ გარდაიცვალა.
-ჰაჩის რა დაემართა?
-ჰაჩი ვერ ეგუებოდა მის სიკვდილს. უსასრულოდ ელოდა. ისევ ყოველ 5 საათზე ელოდებოდა, მაგრამ არა და არ ბრუნდებოდა. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ სახლი გაგვეყიდა და  წამოვსულიყავით. ვეცადეთ ჰაჩიც წამოგვეყვანა, მაგრამ არ მოგვყვებოდა. მე წამოვედი ფლორენციიდან, რადგან იქ ვეღარ ვჩერდებოდი. ჰჩი კი ჭლების განმავლობაში იჯდა და უცდიდა ზამთარ-ზაფხულ. ბოლოს იმდენად პოპულარული გახდა , რომ მის სანახავად ჩამოდიოდნენ.
    ერთხელ ერთი კაცი იქვე მცხოვრებს გამოელაპარაკა. ის იტყუებოდა, ვითომდა ჰაჩის გაზრდაში რამე წვლილი შეეტანა.იმ კაცმა ბოლოს ფული დაუტოვა ჰაჩის გამოსაკვებად, მაგრამ იქვე მცხოვრები კაცი ნახევარზე მეტს თავისთვის იტოვებდა, ხოლო დანარჩენით დღეში ერთ ნაჭერ პურს უგდებდა.
- ბებია ჰაჩი სულ ასე ელოდა ბაბუას?
- ელოდებოდა მანამ, სანამ არ მოხუცდა და დაიღუპა. აი ასე შეხვდა ორი მართლაც ერთმანეთისთვის შექმნილი მეგობარი ერთმანეთს, ოღონდ სხვა ქვეყანაში , სხვა ისტორიებით და თავგადასავლებით. სინამდვილეში ბაბუას არ უპოვია ჰაჩი, ჰაჩიმ იპოვა ბაბუა.ასევე ცნობილია, რომ მისი ჯიში უნიკალურია და ის პირველი ძაღლია, რომელიც ადამიანს დაუმეგობრდა, მაგრამ ძალიან ცოტანი არიან დარჩენილები. აი დღს კი აქ ვდგავართ, სადაც ჰაჩის ძეგლი დაუდგეს, როგორც ყველაზე ერთგულ ძაღლს.
    ეს ამბავი იმიტომ გიამბე, რომ ყველამ გაიგოს, რომ არსებობენ ადამიანებზე უფრო ერთგული  და სათუთი არსებები, ასევე ბოროტი ადამიანები , რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.

No comments:

Post a Comment