Sunday, June 29, 2014

ტყუპები

ეს ამბავი ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს მოხდა. დედას უნდოდა მაღაზიაში წასულიყო პროდუქტების საყიდლად. მას ორი უმშვენიერესი ტყუპი გოგონები ყავდა: ქერები, თვალები ისეთივე ლურჯი ქონდათ, როგორიც ზღვას. სულ რაღაც ექვსიოდე წლისები იყვნენ. დედას მაი სახლში მარტო დატოვება არ უნდოდა, ისე უყვარდა, რომ ეშინოდა რამე არ დაემართოთო.მან ორივე თან წაიყვანა. ორვეს ლამაზი თეთრი კაბები ჩააცვა და წაიყვანა. სანამ მაღაზიამდე მივიდოდნენ დიდი გზა უნდა გადაეკვეთათ. გოგონებმა გზაზე პატარა ლეკვი დაინახეს და გადაწყვიტეს გადაერჩინათ. დედა სანამ ხელს ჩასჭიდებდა მათ, ისინი უკვე გზაზე გადარბოდნენ ლეკვის გადასარჩენად. აი აქ მოხდა დიდი უბედურება. შირიდან დიდი სატვირთო გამოვარდა დიდი სისწრაფით, და სანამ დედა მათთან მივიდოდა უკვე გვიანი იყო... ხალხი თვალებს არ უჯერებდა... გზაზე ორი ტყუპი გოგონა იწვა, თეთრი კაბები სულ წითლად შეღებვოდათ.
დრო გადიოდა... დედა დეპრესიაში იყო, ყველაფერში თავის თავს ადანაშაულებდა, ყველა არწმუნებდა რომ არაფერში არ იყო დამნაშავე, მაგრამ ის თავისას იძახდა. ერთი წლის შემდეგ ქალი ექიმთან წავიდა და გაოცდა როცა უთხრეს რომ ორსულად იყო, რომ ტყუპები ეყოლებოდა თან გოგონები. მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა...
გოგონები იზრდებოდნენ, ლამაზდებოდნენ, დედა კი სულ უფრო ღრმად ვარდებოდა ფოქრებში, რადგან ტყუპები ძალიან გავდნენ გარდაცვლილ გოგონებს, მაგრამ სახლში მათ აღარც ახსენებდა.
ზაფხულის ერღ დღეს იმავე დღეს 8 წლის შემდეგ დედამ კვლავ მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა, გოგონები ისევ თან წაიყვანა. გადასასვლელს მიუახლოვდნენ დედამ იმ წამს ჩასჭიდა მათ ხელი. გოგონებმა ჩაიცინეს დედას შეხედეს და ერთხმად უთხრეს :
" დედა ნუ გეშინია, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ კიდევ ერთხელ მოვკვდეთ"

No comments:

Post a Comment