ბრბოს გავლენით შეიძლება უამრავმა ადამიანმა დაუშვას შეცდომა. არ შეიძლება ადამიანი მოექცეს სხვისი ზეგავლენის ქვეშ.თითოეულ ადამიანს უნდა ქონდეს თავისი აზრი,შეხედულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. ამის მაგალითია "მარიტა", როცა ერთმა ადამანმა თქვა რაღაც ყველა მას მიემხრო, არცერთს არ გააჩნდა თავისი საკუთარი აზრი. ამიტომაც სრულიად უდანაშაულო გოგონა დასაჯეს არაფრის გულისთვის. ასევეა მაგალითად "ეშმაკის ქვა".ამ მოთხრობაში ერთი კეთილი გოგონა იყო სოფიე. მაგრამ როცა მასზე ბრბომ გავლენა იქონია ისიც მათ მიემხრო და არც თუ ისე კარგად დასრულდა ეს. ეს თვალსაზრისი ყოველდღიურობაშიც ხდება. ამის გამო შეიძლება უამრავი ადამიანი ცუდათ მოიქცეს, ან სხვას მოექცეს, დაამციროს და სხვა.
ასე რომ ბრბოს უფლება არ უნდა მივცეთ რომ ჩვენზე გავლენა იქონიოს . ჩვენ ჩვენი აზრი უნდა გაგვაჩნდეს.
Sunday, June 29, 2014
ტყუპები
ეს ამბავი ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს მოხდა. დედას უნდოდა მაღაზიაში წასულიყო პროდუქტების საყიდლად. მას ორი უმშვენიერესი ტყუპი გოგონები ყავდა: ქერები, თვალები ისეთივე ლურჯი ქონდათ, როგორიც ზღვას. სულ რაღაც ექვსიოდე წლისები იყვნენ. დედას მაი სახლში მარტო დატოვება არ უნდოდა, ისე უყვარდა, რომ ეშინოდა რამე არ დაემართოთო.მან ორივე თან წაიყვანა. ორვეს ლამაზი თეთრი კაბები ჩააცვა და წაიყვანა. სანამ მაღაზიამდე მივიდოდნენ დიდი გზა უნდა გადაეკვეთათ. გოგონებმა გზაზე პატარა ლეკვი დაინახეს და გადაწყვიტეს გადაერჩინათ. დედა სანამ ხელს ჩასჭიდებდა მათ, ისინი უკვე გზაზე გადარბოდნენ ლეკვის გადასარჩენად. აი აქ მოხდა დიდი უბედურება. შირიდან დიდი სატვირთო გამოვარდა დიდი სისწრაფით, და სანამ დედა მათთან მივიდოდა უკვე გვიანი იყო... ხალხი თვალებს არ უჯერებდა... გზაზე ორი ტყუპი გოგონა იწვა, თეთრი კაბები სულ წითლად შეღებვოდათ.
დრო გადიოდა... დედა დეპრესიაში იყო, ყველაფერში თავის თავს ადანაშაულებდა, ყველა არწმუნებდა რომ არაფერში არ იყო დამნაშავე, მაგრამ ის თავისას იძახდა. ერთი წლის შემდეგ ქალი ექიმთან წავიდა და გაოცდა როცა უთხრეს რომ ორსულად იყო, რომ ტყუპები ეყოლებოდა თან გოგონები. მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა...
გოგონები იზრდებოდნენ, ლამაზდებოდნენ, დედა კი სულ უფრო ღრმად ვარდებოდა ფოქრებში, რადგან ტყუპები ძალიან გავდნენ გარდაცვლილ გოგონებს, მაგრამ სახლში მათ აღარც ახსენებდა.
ზაფხულის ერღ დღეს იმავე დღეს 8 წლის შემდეგ დედამ კვლავ მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა, გოგონები ისევ თან წაიყვანა. გადასასვლელს მიუახლოვდნენ დედამ იმ წამს ჩასჭიდა მათ ხელი. გოგონებმა ჩაიცინეს დედას შეხედეს და ერთხმად უთხრეს :
" დედა ნუ გეშინია, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ კიდევ ერთხელ მოვკვდეთ"

Subscribe to:
Posts (Atom)