ძლიერად მიმაჩნია ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს მოთმინების უნარი, არის დიდსულოვანი. ადამიანი ძლიერია მაშინ, როცა შეუძლია თავის კონტროლი, ეს კი მხოლოდ დიდსულოვან და გაწონასწორებულ ხალხს ძალულს.
ადამიანი ძლიერია მაშინ, როცა თავისზე სუსტს არ დაჩაგრავს. ძლიერია ადამიანი, რომელიც თავისი ძლიერების დემონსტრირებას სუსტის დაჩაგვრით არ ახდენს , რომელსაც გააჩნია საკუთარი პრინციპები და მათ არასდროს არ ღალატობს, არის სულიერად თავისუფალი, არის პიროვნება, რომელსაც სწამს ღმერთის, მიისწრაფის მისკენ, ყოველდღე სიკეთეს აკეთებს, რათა ღმერთის გვერდით იყოს...
ადამიანზე შეიძლება ითქვას ფიზიკურად ძლიერი არისო, როცა ის შეეჯიბრება თავისი ძალების მქონე ადამიანს და გაიმარჯვებს ამ შეჯიბრში... ადამიანი სულით ძლიერი მაშინ არის როცა სწამს ლოცვის ძალის და იმის, რომ თუ სიკეთეს გააკეთებ ღმერთი აუცილებლად დაგაჯილდოვებს. არ ვგულისხმობ ფულად ჯილდოს, ვგულისხმობ სულიერ ჯილდოს. ძლიერი ადამიანი მაშინ არის, როდესაც ყოველ ნაბიჯს ეკლესიურად დგამს და არაფერს დაუფიქრებლად არ აკეთებს. მისი მთავარი მიზანი სამოთხეა და ღმერთის უდიდესი რწმენა. "როგორი არის ძლიერი ადამიანი" ამაზე საუბარი მართლაც რომ რთულია. ეს არის ნიჭი, რომლითაც ყველა არ არის დაჯილდოვებული. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა მიზნის დასახვა და შემდეგ გამხორციელება. ადამიანის სიძლიერე გამოიხატება მის პიროვნულ ხასიათში.
როცა ადამიანი იბადება მასში ერთმაირად არის დასახლებული სიკეთე და ბოროტებაც, შემდეგ ზრდასთან ერთად ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს იქნება ის ღმერთი ტუ ეშმაკი. ამგვარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოროტების ჩადენა უფრო ადვილია ვიდრე სიკეთის. რადგან ეშმაკი გვაიძულებს ჩავიდინოთ ბოროტება, მაგრამ თუ ჩვენ ამას მოვერევით და ღმერთთან ახლოს ვიქნებით ნამდვილად ძლიერ ადამიანებად ვიქცევით, რათა დავეხმაროთ გაჭირვებულ ხალხს და დავუდგეთ მათ მხარში.